Friday, August 29, 2008

ინფო ტექნოლოგიების სამეფოში

შეხვედრა აილინთან:
გარკვეული ფსიქოლოგიური დისკომფორტი საიდურთან შეხვედრის მერე მომდევნო შეხვედრასაც გადაედო. თუმცა ნახევარ საათში მეტნაკლებად შევძელი წონასწორობის აღდგენა. საიდურის მოკლე გაკვეთილის შედეგები საკმაოდ საგრძნობი აღმოჩნდა.
ზოგადად ისტ დომენი ამჯერადაც მხოლოდ პროფესიული ინტერესებისთვის ხელმისაწვდომი გამომივიდა, რაც ცუდი არ არის ბოლო-ბოლო. პროფესიულ საქმიანობას ამაზე ავაგებ გაზაფხულისთვის და ეგ იქნება.

რაჰმანის მცნებანი

დღიური.
დღეს ბატონმა საიდურ რაჰმანმა დიდძალი ენერგეტიკული იმპულსი მოგვცა თუმცა ოდნავ ნეგატიური კონოტაციით. ჩვენი გაღვიძების მცდელობა რა თქმა უნდა მისასალმებელია, განსაკუთრებით სუსტი ახალბედა დირექტორის გამოუცდელობის გათვალისწინებით.
რაჰმანის რჩევანი:
  • ჩაიწერეთ ყველაფერი, რაც ხდება;
  • ჩაიწერეთ თქვენი რეფლექსია დღის განმავლობაში მომხდართან დაკავშირებით;
  • ჩაიწერეთ ყველა შეხვედრის დროს გაჩენილი აზრები;
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოყვანილია დასავლელი ერების ძლიერების დასასაბუთებლად, ტექნიკური საკითხებია ასე ვთქვათ რომელთა ათვისებაც სასარგებლოა ყველა განვითარებადი ერისათვის.
მოკლედ ემოციური გახსნილობა გარკვეულწილად უნდა შეეწიროს ცივილიზაციის მიღწევებს. ვნახოთ, ვნახოთ...
მოკლე ნარჩენი:
სამი რამე რასაც სამსახურში ჩემზე უკეთესად არავინ აკეთებს:
  • საერთაშორისო თანამშრომლობა;
  • სტაფის მოტივირება და ანთება (საერთაშორისო სუფრების გაძღოლა :)
  • სტრატეგიული ხედვა
რაჰმანის რჩევა:
ამ თვეების განმავლობაში მიხედეთ და გააძლიერეთ ეს თვისებები, ასევე ის თვისებები, რომლებიც თქვენი აზრით არასაკმარისად აქვთ თქვენს ბოსებს - ანუ გადაწყვეტილების მიღების პრობლემა, და პატარა ბოსის შემთხვევაში პიროვნებების უგულვებელყოფა..?
აქტიურობა, და კიდევ ერთხელ აქტიურობა. გაიხედ, გამოიხედეთ, უსმინეთ მოწვეულ ლექტორებს, ისწავლეთ, შეხვდით ხალხს ფაკულტეტზე და მის გარეთ. ლეიტმოტივი - თქვენი ძერწავთ თქვენი ლიდერობის მომავალს, ჩვენ გეხმარებით. (ნეტა რატომ?)

Thursday, August 28, 2008

ლიდერობა სკოლაში 480

დებატები თემაზე არსებობს თუ არა ლიდერშიპი მთლიანად ჰამფრის სასტავმა წაიყვანა, გამიკვირდა ლექტორმა ლიდერობა უფროსობას რომ შეადარა, მაგრამ როგორც ჩანს ანდერგრადებთან ყოფნა ეგეთია (კარგია: არასქოლარულ კომპლექსებს მომაშორებს ნელნელა).