Thursday, September 04, 2008

დღე გარდატეხისა

გუშინდელი შემზადება, გამალებული კითხვა და მერე ღამისეული წერა მაინც წარმატებით დაგვირგვინდა - ანუ ჩემს ჭაღარა თავში ჯერ კიდევ შედის ინფორმაცია და გადამუშავებული სახით გამოდის. ვაშა!
გარდატეხა ძირითადად ფსიქოლოგიური ხასიათისაა, დოქტორანტ სტუდენტებთან ჯდომა და აზრთა გაცვლა ზედმეტად არ მძაბავს (ყოველ შემთხვევაში პენსტეიტში).
ახლა შემდგომი ამოცანნა რეგულარული წერა-კითხვის რეჯიმში გადასვლა, ალკოჰოლის მოხმარება ლიმიტერუბული იქნება 1 დღით!
თანმდევი ამოცანა სიამოვნებების დაგეგმვა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების ძიება.

No comments: